ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲔᲑᲘ

ᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔᲝᲑᲐ
კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი ბინები, რომლებიც მაღალი ხარისხითა და სტანდარტების სრული დაცვით გამოირჩევა.
1. ᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔᲝᲑᲐ
იცხოვრე თბილისის ცენტრთან ახლოს - ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მშვიდ და გამწვანებულ ადგილას
2. ᲒᲣᲜᲓᲘ
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ შენი კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო დეტალებს
3. ᲡᲐᲜᲓᲝᲝᲑᲐ
კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტი ნუცუბიძეზე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და შექმნილია მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალით
4. ᲔᲙᲝᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚᲘ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ
ჩვენ ვზრუნავთ გარემოს დაცვაზე და ვიყენებთ ენერგოეფექტურ სისტემებს, რათა შევამციროთ რესურსების გამოყენება და გარემოზე ზემოქმედება
სად მდებარეობს მშენებლობა?
ქალაქი თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, ზემო პლატო, V მკ.რ;
(რაგბის სტადიონი ზედა მხარეს, 405 მიკროავტობუსის და 398 ავტობუსის ბოლო
გაჩერება).
რა ეტაპზეა მშენებლობა?
მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სივრცის და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
როდის სრულდება მშენებლობა ?
ლაიონ დეველოპმენტი საბურთალოზე მშენებლობა სრულდება 2024 წლის აგვისტოში.
რამდენ და როგორი პროექტის კორპუსს აშენებთ?
ლაიონ დეველოპმენტი საბურთალოზე შენდება 2 (ორი) 15 (თხუთმეტ) სართულიანი კორპუსი. თითოეული კორპუსი ორსადარბაზოიანია. პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები. საცხოვრებელი ბინები მეორე სართულიდან იწყება. საცხოვრებელი კომპლექსში სულ 271 ბინაა.
რა მდგომარეობით ბარდება ბინა?
ლაიონ დეველოპმენტი საბურთალოზე ბინები ბარდება მხოლოდ თეთრი კარკასის კონდიციით, რაც მოიცავს:
- მაღალი ხარისხის რუხი ფერის ლითონის კარი ხის ანათალით;
- ბინაში შეყვანილია წყლის და კანალიზაციის მილები საჭირო წერტილებამდე
- ბინაში მიყვანილი ელექტროობა საჭირო წერტილებამდე
- ბინამდე მიყვანილი ბუნებრივი აირის მილი
- თქვენი გემოვნებით დაგეგმარებული შიდა ტიხრები, აშენებული 10 სმ. სისქის პემზის ბლოკებით, გალესილი თბუნით/ გაჯით;
- საფასადე ტიხრები ამოყვანილი 30 სმ-იანი პემზის ბლოკით, რომელიც იფუთება თბოიზოლაციის მასალით;
- სამეზობლო ტიხრები ამოყვანილი 20 სმ-იანი ბლოკით ;
- გალესილი კონტურული კედლები;
- დასრულებული გარე ფასადი;
- აივანზე დასხმულია მოჭიმული იატაკი, რომელიც მოპირკეთებულია კერამოგრანიტით. აივანზე განთავსებულია ლითონის მოაჯირები;
- მოჭიმული იატაკი, რომელსაც ვასხამთ აპარატით, რაც იდეალურ სისწორეს ქმნის;
- კორპუსი აღჭურვილია 41-ე დადგენილების შესაბამისად, ორი თანამედროვე ლიფტით, რომელიც უზრუნველყოფილია იუპიესით (ელექტრო ენერგიის გათიშვის შემთხვევაში სარეზერვო დენის წყარო);
- სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო (პანდუსი; ლიფტი; ფარეხი);
- -1 და -2 სართულზე განთავსებული, განათებითა და სადარბაზოდან შესასვლელი კარით უზრუნველყოფილი, იზოლირებული ავტოფარეხი;
თელასის, თბილისი ენერჯისა და წყალკანალის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.
აქვს თუ არა კორპუსს ავტოფარეხი?
კორპუსს აქვს 66 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი ეზოს ტერიტორიაზე;
A ბლოკში -1, -2 სართულზე განლაგებულია 39 ავტოფარეხი;
B ბლოკში -1, -2 სართულზე განლაგებულია 47 ავტოფარეხი;
რა იგეგმება მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე (რეკრეაციული გარემოს ან ეზოს მოწყობა)?
კორპუსის მიმდებარედ გენერალური გეგმის და დენდროპროექტის მიხედვით მოეწყობა მწვანე სივრცე. განთავსდება განათება, მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები და დაირგვება მცენარეები.
რა მასალით იქნება მოპირკეთებული ფასადი?
ლაიონ დეველოპმენტი საბურთალოზე საცხოვრებელი კომპლექსის ფასადი სრულად მოპირკეთებულია ღია (RAL 9010) და მუქი (RAL 7043) ნაცრისფერი უმაღლესი ხარისხის თბო და საიზოლაციო “თერმო ლოკის” მასალით, ალუმინის კარ-ფანჯარა პირველ სართულზე განთავსებულია ანრტაციტის ფერის ალუმინის კარ-ფანჯარა და ვიტრაჟებით;
როგორ არის მოპირკეთებული აივნი?
აივანზე დასხმულია მოჭიმული იატაკი, რომელიც მოპირკეთებულია კერამოგრანიტით. აივანზე განთავსებულია ლითონის მოაჯირები.
როგორ არის მოპირკეთებული სადარბაზო?
შეღებილია კედლები, იატაკი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, ასევე დამონტაჟებულია უმაღლესი ხარისხის განათება. თითოეულ სართულზე დაყენებულია მაღალი ხარისხის ვიდეო კამერა, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათიან ვიდეომეთვალყურეობას.
რა მასალის, ფერის, ბრენდის და მექანიზმის არის კარ-ფანჯარა?
მაღალი ხარისხის ანტრაციტის ფერი ალუმინის კარ-ფანჯარა 1 (ერთი)
გადმოსაღები მექანიზმით.
რა მასალის არის შესასვლელი ძირითადი კარი?
მაღალი ხარისხის რუხი ფერის ლითონის კარი ხის ანათალით.
რა მასალის არის სამეზობლო ტიხრები?
სამეზობლო ტიხრები ამოყვანილია 20 სმ-იანი პემზის ბლოკით.
რა მასალის არის შიდა ტიხრები?
შიდა ტიხრები ამოყვანილია 10 სმ-იანი პემზის ბლოკით.
რა მასალის არის საფასადე კედლები?
საფასადე კედლები ამოყვანილია 30 სმ-იანი პემზის ბლოკით, რომელიც იფუთება თბოიზოლაციის მასალით.
რამდენი კვადრატული მეტრია ყველაზე პატარა ბინა?
ლაიონ დეველოპმენტი საბურთალოზე ყველაზე მცირე ფართის ბინა 50.1 კვადრატული მეტრიდან იწყება. ეს არის ბინა სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი და 1 (ერთი) საძინებლით.
რამდენი კვადრატული მეტრია ყველაზე დიდი ბინა?
ლაიონ დეველოპმენტი საბურთალოზე ყველაზე დიდი ფართის ბინა 182.4 კვადრატული მეტრია. ეს არის ბინა სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი და 3 (სამი) საძინებლით.
რამდენია ჭერის სიმაღლე?
თეთრი კარკასით ჩაბარებისას 3 მეტრია.